png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე

  • პოლიტიკა
  • 26.05.2021
  • 15:24
სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გენერალ კვინიტაძის პანაშვიდზე

სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გენერალ კვინიტაძის ნეშტის საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა.

„ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი. დღეს თქვენ უსაყვარლეს, მონატრებულ ქართულ მიწას მიებარებით. ამით სრულდება ჩვენი ქვეყნის 100-წლიანი ეპოპეა და მთელი ეპოქა. ეპოქა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობით დაიწყო და რუსული მეთერთმეტე არმიის თავდასხმით და ოკუპაციით იქნა შეწყვეტილი.

ბედის ტრიალი 2021 წლის 26 მაისს სრულდება, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წელს აღვნიშნავთ და ამავე დროს თქვენ სამშობლოში სრული სამხედრო პატივით გაბრუნებთ.

ბატონო გენერალო, ბატონო გიორგი, თქვენი საქართველოში გადმოსვენება ქართული ჯარისთვის ისტორიული დღეა, რამეთუ ამ ჯარის ღირსების, შეუპოვრობის და მამაცობის განსახიერება ბრძანდებით.

საქართველოს დაუმარცხებელო მთავარსარდალო, დაუმარცხებელი ხართ, რადგან სასწავლებელში, რომელიც თქვენს სახელს ამაყად ატარებს, ახალგაზრდა კადეტები თქვენს მაგალითზე იზრდებიან და აღიზრდებიან.

თქვენი შემართებით და გულანთებული მამულისშვილობით, ეს არის მტერზე ნამდვილი გამარჯვება. ისტორიული დღეა ქართული ემიგრაციისთვის. სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პორველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი.

100 წლის თავზე ქართულ თავისუფალ მიწაზე ჩვენი ასეთი შეხვედრა, ნიშნავს რომ გამართლდა თქვენი, მამაჩემის და ყოველივე სხვა ქართველი ემიგრანტის რწმენა – საქართველო უკვდავია და დამოუკიდებლობის აღდგენა გარდაუვალია. ის რწმენა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ შენელებულა და დღეს გამართლებულია. ამიტომ დღეს, მე აქ მოვედი არა მხოლოდ როგორც ის პატარა გოგო, რომელიც უფროსებთან ერთად თქვენს სანახავად მისული შთაბეჭდილებების ქვეშ გარინდული იდგა, არამედ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი და მაშასადამე, თქვენი ჭირისუფალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, აღსრულდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ოცნება, რომელიც საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება ამოძრავებდა – მის ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება.

„თქვენს ირგვლივ დღეს სრულიად საქართველო ერთიანდება, ანუ, აღსრულდა ის ოცნება, რომელიც თქვენ საომარი მოქმედებების დროს და მთელი ცხოვრება გამოძრავებდათ, როცა შორიდან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიზანს ემსახურებოდით. დღეს თქვენი განსვენების დღე არა გლოვოს, არამედ გამარჯვების და ახალი იმედის დღეა. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ქვეყნის მომავლის, თქვენსავით სჯეროდეთ და ესმოდეთ, რამდენს ნიშნავს სახელმწიფოს ერთგულად სამსახურში ყოფნა. მინდა ყველას სახელით მადლობა მოგახსენოთ ამ ერთგულებისთვის და თავდადებისთვის. დაე თქვენთვის და თქვენი მეუღლისთვის, ქალბატონი მარიამისთვის მსუბუქი იყოს ქართული, მეობლიური მიწა. საუკუნოდ იყოს ხსენება თქვენი საქართველოს დიდო მთავარსარდალო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge