png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმა ვარ ამნისტიაზე - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 26.05.2021
  • 17:34
„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმა ვარ ამნისტიაზე - ნიკა მელია

რამდენჯერ უნდა ვუპასუხო ბატონ კობახიძეს, როგორც ოლიგარქის წარმომადგენელს, რომ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ვერ ეღირსება ჩემგან იმ განცხადების მოსმენას ან განცხადების წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია კობახიძეს ურჩევს, ნერვიულობის გარეშე, მშვიდად მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სურს.

" ჩემს კოლეგებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს აქვთ სწორი პოზიცია, ისინი ხვდებიან, რამდენად არაგულწრფელი რეჟიმია. კოლეგები ჩვენი ოპოზიციური პარტიებიდან ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს შეთანხმების აღსრულება, მაგრამ ჩვენც, მეც და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც, ძალიან კარგად გვესმის, უმრავლესობა პარლამენტის შიგნით ჯერ კიდევ აქვს „ქართულ ოცნებას“ და რასაც უნდა, იმას გააკეთებს.

აქედან ვეუბნები კობახიძეს, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს. ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სურს. მესმის რომ მას ოპოზიციის ეშინია, მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას მოუწევს ამის ატანა, მოუწევს ვიდრე ხელისუფლებაშია და მერე, როცა ოპოზიციაში გადმოვა, თუ აქვს თავი, რომ გაიტანოს ის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც სურს, აბა გაიტანოს. მე თქვენ გეუბნებით პრინციპული, ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი, რომ ბაქიბუქობს ახლა აქ და მერე „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფ მედიის წარმომადგენლებს კითხვას რომ აბარებს ჩემთან, ჩემი პასუხი ცნობილია. ბატონო კობახიძე, ისე არ მოხდეს ხვალ და ზეგ ეს ყველაფერი სხვაგვარად გადათარგმნოს მედიასთან. ხომ აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი? ჩემი პასუხი ხომ იცის? თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი, აბა რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები და მექნება შესაძლებლობა, მივიღო ინფორმაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge