png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პოლონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

  • პოლიტიკა
  • 26.05.2021
  • 20:52
პოლონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, სოფელ ოძისთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებთან იმყოფებოდა.

„ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა წარმოადგინა არსებული ვითარება გადაკვეთის კონტროლირებადი მთავარი პუნქტის რაიონში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რომელიც, დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული მოძრაობისთვის დაკეტილია 2019 წლის სექტემბრიდან, 620 დღეზე მეტია.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვს „ბორდერიზაციის“ ისეთ მოქმედებებს, როგორებიცაა ღობეების ან სათვალთვალო პოსტების დაყენება, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, მათი გადაადგილების თავისუფლებაზე.

მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უარყოფით შედეგებზე, რომლებიც ოძისის გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტის განგრძობად დახურვას აქვს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათთვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და ადამიანის უფლებებზე წვდომის კუთხით“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ისარგებლა შესაძლებლობით და მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის და დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა და დაფასება მისიის საქმიანობის მიმართ.

„მისიაში ამჟამად პოლონეთის ჩვიდმეტი მოქალაქე მსახურობს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე.

მაღალი დონის ბოლო პოლონური ვიზიტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2017 წლის მაისში, როდესაც პრეზიდენტი დუდა ეწვია მისიის სათაო ოფისს და 2017 წლის ნოემბერში, როდესაც საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვიტოლდ ვაშკიკოვსკი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონულ ოფისს“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge