png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე

  • ეკონომიკა
  • 27.05.2021
  • 16:39
ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო - ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 27 მაისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი, რომელიც 54 თეთრის ნიშნულამდე ავიდა, ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო, ვინაიდან უკვე წლებია, ბუნებრივი გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც დიდ წნეხს ქმნის იმპორტირებული ნედლეულის ტარიფზე.

„პრობლემა უკავშირდება იმას, რომ წლებია, გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ გადახედილა. იმის გათვალისწინებით, რომ გაზის შეძენა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარში ხორციელდება, ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა მნიშვნელოვნ გავლენას ახდენს ტარიფზე. ჩვენ აქამდე გაზის ტარიფს ხელოვნურად ვიჭერდით, რაც ნიშნავს, რომ გაზის ტარიფში აქამდე თვითონ ბუნებრივი აირის საფასური 10,5 ცენტის ოდენობით შედიოდა, ხოლო შემდეგ ხელოვნურად მოხდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხარჯების შემცირება და ტარიფში ეს კომპონენტი 8 ცენტამდე შემცირდა, რათა ლარის კურსის სხვაობა არ ასახულიყო. ამდენად, ტარიფის შენარჩუნება ხელოვნურად ხდებოდა და ოდესღაც ლარის კურსის ზრდა რომ გარდაუვლად აისახებოდა ტარიფზე, ეს ყველასთვის ნათელი იყო“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

თუ რა შედეგი დადგებოდა ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში, ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ მაშინ ბუნებრივ გაზზე უარი უნდა ეთქვა ქვეყანას.

„ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში შედეგის პროგნოზირება ძალიან მარტივია – კომპანიები ვერ შეძლებდნენ მომსახურების გაგრძელებას. გარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვისა, კომპანიებს უწევთ არსებული ინფრასტრუქტურის მომსახურება. იგივე თუნდაც მილსადენების შესყიდვაც უცხოურ ვალუტაში ხდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, თუმცა, თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა, სამწუხაროდ, ბუნებრივ აირზე უარი უნდა გვეთქვა. მაგალითად, შპს „თბილისი ენერჯის“ ბოლო 2 წელიწადში 24 მლნ ლარის მოცულობის ზარალი დაუგროვდა. ჩემი ინფორმაციით, ტარიფზე 8 თეთრამდე მატებიდან, თითქმის ნახევარი კომპანიის ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე ნახევარი კურსის ცვალებადობის შესავსებად მიიმართება“, – განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge