png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნეტავ, უფრო ფართოდ იყოს ცნობილი ქართული კულტურა მსოფლიოში, ის მთელი სამყაროს განძია - ფრანგი ქართველოლოგი

  • საზოგადოება
  • 27.05.2021
  • 22:29
ნეტავ, უფრო ფართოდ იყოს ცნობილი ქართული კულტურა მსოფლიოში, ის მთელი სამყაროს განძია - ფრანგი ქართველოლოგი

ნეტავ უფრო ფართო იყოს ცნობილი ქართული კულტურა მსოფლიოში, ის მთელი სამყაროს განძია - განაცხადა ფრანგმა ქართველოლოგმა ბერნარ უტიემ ორბელიანების სასახლეში გაამრთულ ღონისძიებაზე.

"შეუძლებელია დღევანდელ დღეს არ გავიხსენო პირველ ქართველი, რომელიც საფრანგეთში გავიცანი იმ დღეს, როდესაც ძველი ქართული ენის შესწავლა გადავწყვიტე. ეს იყო საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი, ბატონი ლევან ზურაბიშვილი, თქვენი მამა, რომელმაც მე, როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღო. კურთხეულ იყოს მისი სახელი!

განვლილი ნახევარი საუკუნის მანძილზე საქართველოში ბევრი გამოჩენილი მეცნიერი გავიცანი. იმედი მაქვს, რომ ელენე მეტრეველი, თამილა მგალობლიშვილი, ვახტანგ ბერიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, ზურაბ სარჯველაძე, თამაზ გამყრელიძე და ბევრი სხვა დღეს სამოთხიდან გადმოგვყურებენ. მათ მიერ თქვენი მონა მორჩილისადმი გამოჩენილი გულთბილობა და ყურადღება წმინდა ქართული თვისებაა. დაე, მუდამ ასე დარჩეს.

ოქროს საწმისი უძველესი მითია, რომელიც ანტიკური ეპოქიდან შეისისხლხორცა ბერძნულმა მითოლოგიამ. ალბათ, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს გარეშე ევროპა ევროპა არ არის.

საოცარია, რომ მე-15 საუკუნეში ბურგუნდიის მთავარმა საფრანგეთში ოქროს საწმისის ორდენი დაარსა. ზუსტად იმ კუთხის ბურგუნდიაში, სადაც ჩემი კავკასიური ბიბლიოთეკაა დღეს. ქართველებმა მაშინ სთხოვეს საფრანგეთის მეფესა და ბურგუნდიის მთავარს თურქების წინააღმდეგ დახმარება. როგორც ვიცით, ქართველებმა მაშინ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღეს.

იმედი ვიქონიოთ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა. პოლიტიკა ბევრად უფრო სწრაფწარმავალია, ვიდრე კულტურა და ფაქტი, რომ დღეს ოქროს საწმისს იღებს არა პოლიტიკოსი, არამედ ქართული კულტურის ქომაგი ადამიანი კიდევ მავსებს სიხარულით.

ნეტავ უფრო ფართო იყოს ცნობილი ქართული კულტურა მსოფლიოში. ყველამ ერთად ვიმუშაოთ ამ დარგში, რადგან ქართული კულტურა მთელი სამყაროს განძია“, - განაცხადა ბერნარ უტიემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კვლევაში, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ლინგვისტი, ფრანგი ქართველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ბერნარ უტიე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge