9 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა
- სამართალი
- 29.05.2021
- 11:54
9 ივნისს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ამის შესახებ გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო. ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე", - წერს პოლიტიკოსი.
ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო. იმავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ზურაბ ადეიშვილსაც.
ოქრუაშვილის საქმის წარმოება თებერვალში განახლდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200