png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას - ერდოღანი

  • პოლიტიკა
  • 01.06.2021
  • 21:20
თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით,თურქეთი ყველა დონეზე, ყველა პლატფორმაზე ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი სურვილია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემები მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციას“, – განაცხადა ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, ერდოღანმა ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილთან როგორც პირისპირ, ისე დელეგაციებს შორის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან სავაჭრო პარტნიორულ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე 14 წელია, საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

მისივე გამარტებით, 2020 წელს სავაჭრო მოცულობაში მცირედი კლება იყო, თუმცა მიზანია, უმოკლეს დროში მაჩვენებელი სამ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.

„ბატონი პრემიერ-მინისტრი თურქეთში უკვე იმყოფებოდა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც თავდაცვის მინისტრი. ამიტომ ის არის ლიდერი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ანკარაში გაიხსნა ასი წლის წინ, თან არის საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლისთავი.

ბატონ პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები პირისპირ და შემდგომ უკვე ჩვენს დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. თურქეთი უკვე 14 წელია, არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს მცირედი კლება იყო ჩვენს სავაჭრო მოცულობაში, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ უმოკლეს დროში მოცულობის მაჩვენებელი სამ მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების მიმართულებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ამასთან, მტკიცედ ვმუშაობთ ჩვენს სავაჭრო პოტენციალის გაზრდისათვის და ამ მიმართულებით საბაჟო საქმიანობის გაფართოებაზე.

როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მილიონი დოლარია. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზეც ჩვენ უკვე შევქმენით ეს პლატფორმა. დამაკავშირებელი მექანიზმების, სხვადასხვა დერეფნის და კომბინირებული დერეფნების საშუალებით მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაქვს წამოწყებული.

ამის ფარგლებში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, რომელიც თურქეთის გავლით კავკასიიდან და კასპიის ზღვიიდან ჩინეთთან გვაკავშირებს. აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვას ახდენს როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე რუსეთიდანაც. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე, თუ როგორრ უნდა გავზარდოთ სარკინიგზო მაგისტრალი მარმარაის გვირაბის გამოყენების საშუალებით. ასევე, განვიხილეთ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნეთ ფეტოს ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის საკითხი“, – განაცხადა ერდოღანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge