ისრაელს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
- მსოფლიო
- 02.06.2021
- 14:19
ისრაელის მეექვსე პრეზიდენტის შვილი, „ებრაელთა სააგენტოს“ თავმჯდომარე იცჰაკ ჰერცოგი ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად აირჩიეს.
მედიის ცნობით, 120-ადგილიან ქნესეთში, ჰერცოგს ხმა 87-მა დეპუტატმა მისცა.
პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა შვიდ წელს შეადგენს. ისრაელში, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტის მოვალეობა ფორმალურ ხასიათს ატარებს, რეალური ძალაუფლება კი პრემიერ მინისტრის ხელშია.