png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე - ვაშაძე ზარქუას

  • პოლიტიკა
  • 02.06.2021
  • 16:28
"თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე - ვაშაძე ზარქუას

სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტის 2020 წლის ანგარიშს უსმენენ, ირაკლი ზარქუა და გიორგი ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ხელშეკრულებას არც ერთ პენსიონერს არ აძლევენ, საიდუმლოაო, ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უნამუსოები ხართ უბრალოდ, ბოლოს და ბოლოს გაჩუმდი რა, ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი, ცხრა გაუნათლებელი რაღაცა თქვით ერთ გამოსვლაში და ყველაფერი ხომ არ დაგიზუსტო? ხელშეკრულება კი არა „თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ზარქუას, რომელმაც ვაშაძეს ურჩია, წაეკითხა შესაბამისი ხელშეკრულება, სადაც, მისივე განმარტებით, წერია, რომ პენსიონერს დღესაც შეუძლია, „საქართველოს ბანკი“ იქნება, „თიბისი“, თუ სხვა, მოითხოვოს სესხი და ჩაერიცხოს.

ირაკლი ზარქუამ ვაშაძის განცხადებას პოპულისტური უწოდა.

„დღეს აქ მოვისმინეთ პოპულიზმი, ჭიჭე ვაშაძეს მინდა ვუპასუხო. რომ შემოვიდა, ვერ გაიგო, რა თემებს მოეჭიდოს და ახლა უნდა, პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს. სინამდვილეში, ვინ გიკრძალავს, თამამად, უბრალოდ ჩაიხედე ხოლმე, რასაც ყვები. აზრზე არ ხარ და ამას გეუბნები, ამას გიხსნი, გინდა, ეს თემა ელისაშვილს წაართვა. აზრზე არ ხარ, ჯგუფი მუშაობს, თუ გინდა, შემოგვიერთდი, მეტს გაიგებ. ის, რაც შენ მოითხოვე არის ხელშეკრულება 3.5. გადაიკითხე, სადაც წერია, რომ პენსიონერს დღესაც შეუძლია, მოითხოვოს და ჩაერიცხოს, თიბისი ბანკში იქნება, საქართველოს ბანკში, თუ სხვაგან და მოითხოვოს სესხი. აზრზე არ ხარ, როგორ დაფრინავ და სად ხარ. ამიტომ გეუბნები, მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო.

მეორე თემა იყო, რომ აი, კურსი გაიქცა, კურსი არა, კონსტიტუციით ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ეტყობა, არ გაქვს ეს ინფორმაციაც და გეტყვი, საკრიტიკო არის, როგორ არ არის, როცა ინფლაცია 7-პროცენტიანია, მაგრამ ობიექტურად უნდა დასვა კითხვა. როცა ასეთ კითხვებს უსვამ, აზერბაიჯანში რატომ არისო, ფიქსირებულია, ჩვენთან მცურავი კურსი გვაქვს, ეს კარგია, სწორია, სხვა თემაა. მე გონია, რომ სწორია. ამით ბევრ რისკებს ვიხილავთ. პარტიაში არ გყავთ ვიღაც, რომ ამ თემებში გამეცადინოს. სვამ ისეთ კითხვებს, საერთოდ აზრზე არ ხარ. 36-პროცენტია, მაღალია, იცი, რომ 2 წლის წინ 50 პროცენტი იყო და იმის წინ კიდევ 100-პროცენტიანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს? ხმა არ ამოგიღია. მაშინ ალბათ უკრაინას ალაგებდი. ახლა უკრაინაზეც გეტყვი, ინფლაცია მაღალია, იმიტომ კი არა, რომ მარტო ჩვენთან არის და ცუდი ქეყანა ვართ, არა, ინფლაცია ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge