გიორგი კვირიკაშვილმა ADB-თან კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივები განიხილა
- ეკონომიკა
- 02.02.2016
- 13:12
ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბების ზრდასა და მათ მაქსიმალურ დაჩქარებაზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
საუბარი ასევე შეეხო კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპეტივებს და ახალი საპენსიო სისტემის დანერგვის გზებს. იეშიმ ელჰან-კაიალარის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკი გააძლიერებს საქართველოსადმი მხარდაჭერას, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200