100 ადამიანი ემსხვერპლა ბურკინა ფასოში მებრძოლების თავდასხმას
- მსოფლიო
- 05.06.2021
- 20:56
სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა ბურკინა ფასოში შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად. იუწყება Associated Press-ი.
მებრძოლები თავს იაგას პროვინციის ერთ-ერთ სოფელს დაესხნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა, რომელსაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოყვა.
ხელისუფლება ფიქრობს, რომ თავდასხმის უკან ჯიხადისტები დგანან, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.