აიოვას შტატში შიდაპარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა
- მსოფლიო
- 02.02.2016
- 13:30
ჰილარი კლინტონმა დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა, მან ბერნი სანდერსს მცირე სხვაობით მოუგო. ამის შესახებ ტელეარხი MSNBC-ი საკუთრ დათვლებზე დაყრდნობით იუწყება.
დანარჩენი ტელეარხების დათვლის მიხედვით, კანდიდატების ბრძოლა თანაბარია და რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება რთულია.
ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ კლინტონს 49,9 პროცენტი აქვს, ბერნი სანდერსს კი - 49,6 %.
რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა და მთავარ მეტოქეს, მილიარდერ ბიზნესმენს დონალდ ტრამპს გაუსწრო
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის ნოემბერში გაიმართება
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200