png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი - გახარია კობახიძეზე

  • პოლიტიკა
  • 08.06.2021
  • 21:53
ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი - გახარია კობახიძეზე

ეს არის შეშინებული კაცის ბოდვა, მეტი არაფერი, - გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე "ოცნების" წევრებს არწმუნებდა, რომ მელიასთვის იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ.

"13 თებერვალს პარტიის ხელმძღვანელობამ მომმართა თხოვნით, რომ შევხვედროდი უმრავლესობას, როგორც ჩანს, ვერ არწმუნებდნენ უმრავლესობას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაში და მთხოვეს, მიმეღო ამ პროცესში მონაწილეობა და დავთანხმდი, მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ ადამიანი, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე შტურმის, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მართმსაჯულება უნდა აღსრულდეს. 13 თებერვალს შევხვდი უმრავლესობას და ვუმტკიცებდი, რომ რა თქმა უნდა მელიას იმუნიტეტი უნდა მოვუხსნათ, მელია სამართლის წინაშე უნდა გათანაბრდეს რიგით მოქალაქესთან, მელია აგრესიულად იყენებდა რიტორიკას, რასაც ხელს უწყობდა იმუნიტეტი... ", - ამბობს გახარია.

გახარიას თქმით, მისი პოზიცია იყო, რომ მელია სასამართლოს წინაშე ისე წარმდგარიყო, რომ ის ძალადობრივი მეთოდებით არ დაეკავებინათ. გახარია ამბობს, რომ მან განკარგულება გასცა, რომ ყველა ღონისძიება მელიას დასაკავებლად გაცემული გაეჩერებინათ.

"ჩემი პოზიცია იყო, რომ ჩვენ თუ გვინდა სამართალი აღსრულდეს და ადამიანი, რომელსაც ვთვლით სახლემწიფო ინსტიტუტზე თავდასხმის ორგანიზატორად, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. მელია დაკავებული უნდა იყოს ისე, რომ არავის თავზე ერთი თმა არ ჩამოუვარდეს. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეთანხმებოდნენ ჩემს პოზიციას, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პოზიცია, რომ როგორ შეიძლება ერთი ხულიგანი პოლიტიკოსის დასაკავებლად 3 ათასი სპეცრაზმელის შეჭრა. ეს ხდება 16-ში. 17 თებერვალს როდესაც მე უკვე ვხედავ, რომ ეს პოზიციები ჩამოყალიბებულია და უხილავი ხელები მოქმედებენ, ამიტომ მოვითხოვე ამ 5-საათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც უკვე იძულებული ვიყავი, დამეფიქსირებინა ის პოზიცია რაც დავაფიქსირე", - ამბობს გიორგი გახარია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge