png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.06.2021
  • 17:03
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო.

„ნებისმიერი ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკოსია, ეკონომიკაშია, ბიზნესმენია თუ ფერმერია, ყველა ადამიანის ქმედებას ექნება შესაფერისი შეფასება. გიორგი გახარია იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს იგი იყო ბიზნესომბუდსმენი. შემდეგ იგი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, შინაგან საქმეთა მინისტრად, უსაფრთხოების საბჭოს მდივნად, რომელიც კურირებდა მთელ უსაფრთხოების სისტემას. შემდეგ იყო უკვე პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ვიხილეთ უპრეცენდენტო ნაბიჯი მისი მხრიდან, როცა ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ კანონი არ აღსრულებულიყო და ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ მომატებული რისკი და საფრთხე იყო. მინდა ძალიან მარტივი შედარება გავაკეთო - ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს, როგორც ყოფილ შს მინისტრს, კარგად უნდა ახსოვდეს - ნებისმიერ ოპერაცია თან ახლავს რისკები. ჩვენი პოლიციელები მაგიტომ მიდიან ნებისმიერ რისკზე. მითუმეტეს, ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ არავითარი შეიარაღებული დაპირისპირება არ იგეგმებოდა და არ იყო მოსალოდნელი. იქ იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, იქ რომ ხელჩართული ბრძოლა ამტყდარიყო. მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ ქმედებას დაერქვა სახელი. კრიზისის დროს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუნდის ლიდერი იყო მაშინ, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა, ჩემი შეფასებით. რამდენიმე დღეში, ჩემი ხელმძღვანელობით, ბატონი გომელაურის ხელმძღვანელობით, ჩვენ, ჩავატარეთ ოპერაცია უპრობლემოდ. არავინ არ დაზიანებულა. როგორ ფიქრობთ, მე არ ვფიქრობდი მაშინ რისკებზე და მომატებულ საფრთხეებზე. შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საქმიანობას თან ახლავს პასუხისმგებლობა, მთავარი სიტყვა - პასუხისმგებლობა და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველა ჩვენს ქმედებაზე, გადაცდომაზე, მიღწევასა თუ წარმატებაზე.

რაც შეეხება შეფასებას ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, გააკეთა სრულყოფილი შეფასება და მან დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის გახარიას ქმედებას. შესაბამისად, ვერაფერს დამატებითს ვერ გეტყვით, გარდა იმისა, რომ მე მინდა ყველა ადმიანს ვუსურვო წარმატება, იქნება ეს პოლიტიკოსი, მეწარმე თუ ეკონომიკაში დასაქმებული პირი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge