png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

აშშ-სთან ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - პუტინი

  • მსოფლიო
  • 12.06.2021
  • 17:40
აშშ-სთან ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეაქო და თქვა, რომ შეუძლია იმუშაოს ამჟამინდელ პრეზიდენტთან.

ტელეკომპანია NBC News-ის ჩაწერილი ინტერვიუს მხოლოდ ფრაგმენტები გავრცელდა, სრული ინტერვიუ 14 ივნისს გამოქვეყნდება.

პუტინმა ბაიდენთან 16 ივნისს დაგეგმილი სამიტის წინ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა, ასევე შეაფასა ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-სთან ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

"ახლაც კი მჯერა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ექსტრაორდინარული და ნიჭიერი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი. ის კოლორიტული პიროვნებაა, ის არ მოსულა აშშ-ის პოლიტიკური ისტაბლიშმენტიდან, ის არ ყოფილა დიდი პოლიტიკის ნაწილი და ზოგს ეს მოსწონს და ზოგს არა, თუმცა ეს ფაქტია", - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება ბაიდენს, პუტინმა თქვა, რომ ამერიკის ამჟამინდელი ლიდერი "რადიკალურად განსხვავდება ტრამპისგან, რადგან იგი კარიერული პოლიტიკოსია, მან პრაქტიკულად მთელი ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა".

"ის განსხვავებული ადამიანია და ამას აქვს გარკვეული უპირატესობაც და უარყოფითი მხარეებიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები", - დასძინა პუტინმა.

ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ბაიდენის ნათქვამზე, რომ ის მკვლელია, პუტინმა განაცხადა, რომ მსგავს ბრალდებებს მიეჩვია.

"ჩემი მუშაობის განმავლობაში შევეჩვიე ყველა მხრიდან, ყველა საბაბითა და მიზეზით, სხვადასხვა კალიბრისა და სისასტიკის თავდასხმებს და ეს არც მიკვირს", - თქვა პუტინმა.

ჟურნალისტმა პუტინს შეახსენა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც კრემლის ოპონენტები იყვნენ და მათი გარდაცვალების საქმეები დღემდე ბურუსით არის მოცული - ანა პოლიტკოვსკაია, ალექსანდრ ლიტვინენკო, სერგეი მაგნიტსკი, ბორის ნემცოვი, მიხაილ ლესინი.

"თქვენ ახსენეთ მრავალი ადამიანი, რომლებიც მართლაც იტანჯებოდნენ და დაიღუპნენ დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა პიროვნების ბრალეულობით ", - თქვა მან.

პუტინმა ასევე უარყო Washington Post-ის ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს, ირანს შესთავაზოს თანამედროვე სატელიტური სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს თეირანს თვალყური ადევნოს სამხედრო სამიზნეებს.
.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge