ელისაბედ მეორემ ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე უინძოროს სასახლეში მიიღო
- მსოფლიო
- 13.06.2021
- 23:01
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ უინძორის სასახლეში ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მიიღო.
აშშ-ს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს დედოფალი ჩაით გაუმასპინლდა. ბაიდენი ამერიკის მე-13 ლიდერია, რომელიც ელისაბედ მეორემ მიიღო.
ჯო ბაიდენი, ბრიტანეთში მონაწილეობს „დიდი შვიდეულის“ სამიტში, რომელიც წელს კორნოულის საგრაფოში იმართება.