primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესი 2-3 თვეა დაწყებულია და განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო 1 თვის განმავლობაში - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 14.06.2021
  • 14:08
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციის პროცესი 2-3 თვეა დაწყებულია და განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა ბოლო 1 თვის განმავლობაში - ზალკალიანი

ჩვენი მედიაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი როლის აქტუალიზაცია, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქით, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციის, უკვე 2-3 თვეა დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში, განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

„იცით თქვენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყისიერად რეაგირებს ცხელ წერტილებზე. როდესაც მიდის ომი, დაპირისპირება, როდესაც სიტუაცია არის უაღრესად დაძაბული, მაშინ ეს საკითხი არის მუდმივად „ჰედლაინებში“ და არის მუდმივად გამოტანილი.

ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდებს და ტაქტიკურ გზებს ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გაკეთდა და რაც, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა. ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციის, უკვე 2-3 თვეა დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში, განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. სწორედ ეს გლობალური უსაფრთხოების და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის საკითხი განიხილებოდა და ჩვენი როლი, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა.

მე, ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, 30 წელია დიპლომატიურ სამსახურში ვარ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღიდან, ყველა ხელისუფალი ცდილობდა, რომ მედიატორის როლის შეესრულებინა და ჩვენ მშვიდობისმყოფელი ფუნქცია მიგვეღო რეგიონში. მცდელობები იყო მიმართული, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ ყოფილა და პირველად დადგა ეს შედეგი. ეს არის უპრეცენდენტო რამ, ქვეყნის გამარჯვებაა, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვებაა და ის, რომ მუდმივად, თბილისიდან დიდი შვიდეულის ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობდა ეს მედიაცია და ფასილიტაცია ჩვენი მხრიდან და მსოფლიო ლიდერები დაინტერესებულები იყვნენ, მუდმივად აინტერესებდათ, რა ხდებოდა ამ მედიაციის კუთხით, როგორ მიდიოდა პროგრესი და თბილისიდან, ისინი, მუდმივად იღებდნენ შეტყობინებას და ამით, ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ჩვენი როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, უადგილოა ახლა საუბარი იმაზე, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge