png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა

  • ეკონომიკა
  • 14.06.2021
  • 18:01
საქართველოს ეროვნულ ბანკს Central Banking-ის ორი ჯილდო გადაეცა

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ორი ჯილდო გადაეცა - წლის საუკეთესო რისკმენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში.

გამჭვირვალობის ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა - განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით. გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ბოლო წლების განმავლობაში, ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ვებგვერდი - Finedu.gov.ge, თავს უყრის დაინტერესებული მხარეების მიერ შექმნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას, ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს. სწორედ ეს არის ის, რასაც ეროვნული ბანკის რეგულარული, გამჭვირვალე ანგარიშგება და პროაქტიული კომუნიკაცია ემსახურება მიუხედავად რთული თუ მშვიდი პერიოდებისა.
რისკ მენეჯერის ჯილდო კი ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის. ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა. რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება.

დღესვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა Central Banking-ის საზაფხულო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას კობა გვენეტაძემ ფინანსურ სტაბილურობაში გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს გამჭვირვალობის დონე ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ეფექტურობაზე, არის თუ არა საჭირო გამჭვირვალობის გაზრდა მას შემდეგ, რაც ცენტრალური ბანკების როლი და მანდატი გაფართოვდა და უფრო კომპლექსური გახდა, როგორ შეუძლია გამჭვირვალობას დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს საზოგადოების ნდობის ამაღლებაში, რა გამოწვევები არსებობს კომუნიკაციის კუთხით და სხვა. Central Banking-ის შეხვედრაში მონაწილეობდნენ მსოფლიო ფინანსური საზოგადოებისა და ცენტრალური ბანკების ლიდერები. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

Central Banking-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge