png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 14.06.2021
  • 22:27
გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას - კახა კალაძე

„ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და საზოგადოებას თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ჩვენ 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას შევთავაზეთ შვიდი ძირითადი მიმართულება/პოლიტიკა, რაზეც კონკრეტული პროგრამები და პროექტები გვქონდა გაწერილი. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებასთან ხშირი კომუნიკაცია გვქონდა და ყოველთვის ვაწვდიდით სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა დედაქალაქში სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ვსაუბრობდით გამოწვევებსა და პრობლემებზე. დღეს გვინდა, თბილისელებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩავაბაროთ ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ქალაქის მართვიდან მეოთხე წელს, ძალიან ამაყი და ემოციებით სავსე ვარ, როდესაც ვუყურებ, რომ ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ყველა, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და თბილისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება სრულად მოწესრიგდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფრით არ და ვერ დავკმაყოფილდებით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა და გამოწვევა. გაკეთებულით და მიღწეულით არც მე და არც ჩემი თანაგუნდელები არ ვართ კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული მიმართულება იყოს მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების თანადგომითა და მხარდაჭერით, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და ის პრობლემებს, რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ასევე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და ცხოვრებისთვის გაცილებით კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, წარსულს ჩაბარდა ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები ფასადურად ხორციელდებოდა.

„როდესაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ რა პროექტების განხორციელებასაც დავიწყებდით, აუცილებელი იყო, მისი განახლება, ცვლილება ფუნდამენტურად მომხდარიყო და არა მხოლოდ მოასფალტებით. ყველა იმ კონკრეტულ არეალში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც დედაქალაქში მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შევიმუშავეთ გააზრებული, თბილისისა და თბილისელების ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ - პირიქით, გაორმაგებული ენერგიითა და ძალისხმევით გავაგრძელებ ჩვენი ქალაქის განვითარებას და საქმის კეთებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დედაქალაქში ყველა პროექტი იყოს ღირსეულად და ზედმიწევნით შესრულებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge