png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.06.2021
  • 16:56
კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში - სააკაშვილი

კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში.. ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას, - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ პირადად არის დაკავებული იმით, რომ რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში.

"პირადად ვარ დაკავებული, რომ ესენი დროზე ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას",  - ამბობს  მიხეილ სააკაშვილი.

მისი განცხადებით, თვალს ადევნებდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პრესკონფერენციასა და ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ის რაც ხდება სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა.

"ვადევნებდი თვალყურს ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

ის, რაც ხდება, არის სრულიად უპრეცედენტო კატასტროფა. საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა, საქართველო და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებაში - ეს არის ყველაზე სახიფათო რაღაცა, იმიტომ რომ ეს გვიქადის ჩვენ, მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გ ა ქ რ ო ბ ა ს !

საქართველო არა მხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ გაქრება მსოფლიო რუკიდან თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ და მე ამით პირადად ვარ დაკავებული ახლა როგორც არასდროს!

მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება! კვირა არ გავიდოდა, რომ საქართველო არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როდესაც მე ვიყავი ხელისუფლებაში.

მოვწონდით, არ მოვწონდით, ყველა შემთხვევაში ვალდებულება იყო, რომ ვეხსენებინეთ იმიტომ, რომ არ ჩამოვდიოდი ეკრანებიდან, ვაკაკუნებდი ყველა კარებზე და ვაწუხებდით ყველას!

ახლანდელი პოლიტიკა არის, რომ არაფერი არ აინტერესებთ გარდა, პირადი ფულის ქაფვისა და პირადი მუცლისა და გადაყვნენ ამ მუცელს და პრაქტიკულად გაწირეს ჩვენი ქვეყანა!

ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება კიდევაც!..", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge