primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისთან განვიხილავდით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს „ექვსეულის პლატფორმის“ ფარგლებში - ერდოღანი

  • პოლიტიკა
  • 16.06.2021
  • 19:32
თბილისთან განვიხილავდით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს „ექვსეულის პლატფორმის“ ფარგლებში - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანკარა ოფიციალურ თბილისთან განიხილავდა საქართველოსა და რუსეთის თანმაშრომლობას „ექვსეულის პლატფორმის“ ფარგლებში.

2020 წლის დეკემბერში ერდოღანმა ბაქოში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად განიხილავს სამხრეთ კავასიის რეგიონში „ექვსეულის პლატფორმის“ შექმნას შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისათვის. მისი თქმით, პლატფორმაში უნდა გაწევრიანებულიყვნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი და საქართველო, ასევე სურვილის შემთხვევაში -სომხეთი.

„მე ჩემს ძმასთან (პრეზიდენტ ალიევთან) ერთად გამოვედი  წინადადებით. და რა იყო ეს წინადადება? მოდით, შევქმნათ თანამშრომლობის პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან (რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და საქართველო). შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. მაგრამ აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი. ჩვენ განვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე ვუთხარი, რომ ეს სასარგებლოა საქართველოსთვის. მოდით, გავაკეთოთ ეს. გვინდა, რომ გადალახოთ სირთულეები რუსეთთან. ვუთხარი, რომ ეს კარგი იქნებოდა. რეგიონს სჭირდება მშვიდობა“ , - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”.

“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული — მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.  ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა — ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა.  სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”, - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

ქართველმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ „ექვსეულის პლატფორმა“ საქართველოსთვის მიუღებელია და ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება Twitter-ზე მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალმა 2014-17 წლებში ბენ ჰოჯესმა და მას შეცდომა უწოდეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge