ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დასრულდა
- მსოფლიო
- 16.06.2021
- 19:43
ჟენევაში დასრულდა ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა აშშ-სა და რუსეთს შორის. იუწყება Bloomberg-ი ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. ტელერახ CNN-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შესვენების ჩათვლით 4,5 საათს გაგრძელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაფართოებული მოლაპარაკებები შედგებოდა ერთი სესიისგან. თავიდან ორი სესია იყო დაგეგმილი.
ბაიდენმა ლა გრანჟის ვილა, სადაც აშშ-რუსეთის სამიტი იმართებოდა, უკვე დატოვა.