ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ტოვებენ?
- საზოგადოება
- 02.02.2016
- 18:03
გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები ტოვებენ. ცნობილი გახდა, რომ სულ ახლახანს ტელეკომპანია ჟურნალისტმა ანა ბროლაძემ დატოვა, რომელიც ტელეკომპანია „GDS”-ზე გადავიდა.
„პრაიმნიუსჯორჯიას“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ „მაესტროს“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ბაია გადაბაძეს გაათავისუფლებენ, მასთან ერთად ტელეკომპანის რამდენიმე ჟურნალისტიც დატოვებს.
ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ „მაესტროში“, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია პირად საუბარში დაგვიდასტურეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200