png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც მონობის გაუქმების დღე ფედერალურ დღესასწაულად გამოცხადდა

  • მსოფლიო
  • 18.06.2021
  • 17:19
ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც მონობის გაუქმების დღე ფედერალურ დღესასწაულად გამოცხადდა

შეერთებულ შტატებში ახალი ფედერალური დღესასწაული დაწესდა - მონობის გაუქმების დღე, რომელიც ამიერიდან ყოველი წლის 19 ივნისს აღინიშნება.

ხუთშაბათს, 18 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლითაც 19 ივნისი ფედერალურ დონეზე აღინიშნება.

მანამდე, შესაბამისი კანონპროექტი შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 415 ხმით 14-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ მისი ერთხმად დამტკიცებიდან ერთი დღის შემდეგ.

ხელმოწერის ცერემონიაზე, ჯო ბაიდენის განცხადებით, მოხარულია, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანდნენ იმ იდეის ირგვლივ, რომ ერთსულოვნად მიეგოთ პატივი ამ მნიშნველოვანი დღისთვის.

"დიდებული ერები არ უგულვებელყოფენ თავიანთი ისტორიის ყველაზე მტკივნეულ მომენტებს, ისინი სწავლობენ ამ გაკვეთილებისგან", - თქვა ჯო ბაიდენმა

ცერემონიაზე, რომელსაც კონგრესის წევრები, აფორამერიკული საზოგადოების ლიდერები და 94 წლის შავკანიანი აქტივისტი ოპალი ლი ესწრებოდნენ. ოპალი ლი ათწლეულების განმავლობაში იბრძოდა 19 ივნისის ფედერალურ დღესასწაულად გამოცხადებისთვის.

შეერთებულ შტატებში მონობის გაუქმების ოფიციალური დღედ 1865 წლის 19 ივნისი ითვლება. ამ დღეს, სამოქალაქო ომის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ (1861-1865), ხელმოწერილი ემანსიპაციის პროკლამაცია წაიკითხეს სამხრეთ კონფედერაციის უკანასკნელ ნაწილში - ტეხასში.

ემანსიპაციის პროკლამაცია სამოქალაქო ომის შუა ხანებში, 1863 წლის 1 იანვარს, გამოსცა პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა, მაგრამ იგი ძალაში იმთავითვე არ შესულა სამხრეთ შტატების წინააღმდეგობის გამო.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge