სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა
- პოლიტიკა
- 18.06.2021
- 18:53
ვატიკანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.
ვატიკანის სახელმწიფოში პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვატიკანში, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმებს.


