ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს
- მსოფლიო
- 18.06.2021
- 19:05
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 18 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე ანტონიუ გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩია.
193-წევრიანმა ასამბლეამ გუტერეშს კიდევ ხუთი წლით მანდატი მიანიჭა. მანამდე, გაეროს უშიშროების საბჭომ გენერალური მდივნის პოსტზე გუტერეშს მხარი მეორე ვადით დაუჭირა.
72 წლის პორტუგალიელი დიპლომატის მეორე ვადა 2022 წლის 1 იანვარს დაიწყება.