20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაჯდება - ნათელაშვილი
- პოლიტიკა
- 19.06.2021
- 14:39
20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი, ბიძინა ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაჯდება, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„20 ივნისის ტრაგედიაზე სამართლიანობა მაშინ დადგება, როდესაც ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის ბრძანებაზე პასუხისმგებელი პირი, ბიძინა ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაჯდება, სასამართლო პროცესს ეს თვალდათხრილი ბავშვები დაესწრებიან და მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს, უვადო პატიმრობაზე, ქონების კონფისკაციით. აი, ეს იქნება რეალური, ვაჟკაცური, ეროვნული პასუხი იმაზე, რაც მოხდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.