primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

  • მსოფლიო
  • 20.06.2021
  • 12:08
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 20 ივნისის არჩევნებში 21 პარტია და ოთხი ბლოკი - "სომხეთი", "მაქვს პატივი", "თავისუფალი სამშობლო" და "შირინიან-ბაბაჯანიანი - დემოკრატების ბლოკი"მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

მედიის ცნობით, ადგილობრივი სოციოლოგიური ცენტრის MPG ltd-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ბლოკ „ჰაიასტანს“ (სომხეთი), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ამომრჩევლების 24,1 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს „სამოქალაქო შეთანხმებას“ – 23,8 პროცენტი. გამოკითხვებით მესამე ადგილზე ყოფილი პრზიდენტის, სერჟ სარგსიანის ბლოკი „მაქვს პატივია“ – 7,4 პროცენტით.

არჩევნები 2008 საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge