png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენდამი ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით - გიორგი ხოჯევანიშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.06.2021
  • 14:53
ჩვენდამი ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით - გიორგი ხოჯევანიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ყოფილი თანაგუნდელების მიერ გახარიას გუნდზე თავდასხმებსა და ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ პარტიის მომხრეების რაოდენობის ზრდის პარალელურად ბრალდებები და თავდასხმები იზრდება.

,,სამწუხაროდ, ჭორაობის ტენდენცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ტალღის გამოშვება ჩვენდამი - მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით - მას შემდეგ, რაც თქვენთვის უფრო სანერვიულო გახდა ის ფაქტორი, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, ჩვენ გავიშალეთ რეგიონებში, ვიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას და ამის პირდაპირ პროპორციულად ახალ და ახალ უსაფუძვლო, მოგონილ ბრალდებებს ვისმენთ ჩვენი გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას აქვს პასუხი იმაზე, რომ ეს არის უბრალოდ ტალახის სროლის პროცესი და ამ ყველაფერზე ჩვენ ვუპასუხებთ საქმით. ამაზე პასუხი არის ის შეხვედრები, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდის ლიდერი, გიორგი გახარია მართავს ბრიუსელში, ვაშინგტონში - ეს ცხადყოფს ახალი პოლიტიკური ძალის, „საქართველოსთვის“პარტიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ამ მაღალი დონის შეხვედრებზე გიორგი გახარიას მხრიდან ხდება ზეპარტიული და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დაყენება, ისეთი როგორიც არის, ოკუპაცია, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი, განსაკუთრებით - რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების პარალელურად.’’ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge