png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოფელ დიღომში ელექტროქსელების ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

  • საზოგადოება
  • 03.02.2016
  • 11:39
სოფელ დიღომში ელექტროქსელების ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

საბურთალოს რაიონის შემოერთებული ტერიტორიების ენერგოპროვაიდერმა კომპანია სს„ენერგოპრო ჯორჯიამ“ თბილისის ამ ნაწილში ელექტროქსელებზე მასშტაბური ტექნიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარა, რომლის შედეგადაც აბონენტთა ელექტრომომარაგების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ინფორმაცია ამ დროისათვის არსებულ ვითარებაზე ადგილობრივებს სოფელ დიღმის საინიციატივო ჯგუფისა და საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის ტრადიციულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა ლევან გველესიანმა მიაწოდა. მისი თქმით, გეგმიური სამუშაოების პარალელურად,  სარეაბილიტაციო-ტექნიკური ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა ასევე იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კომპანიამ საინიციატივო ჯგუფის წინა შეხვედრებზე მიიღო.

კომპანია „ენერგოპროს“ ინფორმაციით, სოფელ დიღომში 2015 წლის ნოემბრიდან კომპანიამ დაიწყო ქსელის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება. 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ, ქვესადგურ „დიღომი 1“-დან სოფელი დიღმის ეკლესიამდე გაუქმდა 17 საყრდენზე გამავალ საჰაერო ელექტრო გადამცემ ხაზზე არსებული მეორე ჯაჭვი, განხორციელდა მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ხე-მცენარეების გაჩეხვა, სოფელი დიღმის ცენტრში, მოსახლეობის მიერ დაზიანებული კარადები შეიცვალა 25 ახალი ორ და სამ მრიცხველიანი კარადებით; გარდა ამისა, გარემონტდა და დაიკეტა 200 დაზიანებული 1-2-3 მრიცხველიანი კარადა და 9 მრავალმრიცხველიანი კარადა.

კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა განახორციელა 138 საყრდენზე დამონტაჟებული ვაკუუმური ამომრთველის დემონტაჟი; რომელიც აგრეთვე შეკეთდა და გადმოტანილ იქნა სოფელ დიღმის ბოლოს,  90 საყრდენზე. ამასთანავე, 95 საყრდენზე დამონტაჟდა ახალი სახაზო გამთიშველი, რამაც გაზარდა გადამცემი ხაზის საიმედოობა და შეამცირა ფიდერის ავარიული გათიშვები. პარალელურად, მოხდა სატრანსფორმატორო პუნქტი №601-750-ს დემონტაჟი და  მისი გადატანა 131/31/1/9 საყრდენზე, რის შემდგომაც ასევე გაუქმდა ფიდერზე ყველაზე ავარიული მონაკვეთი - ტრანსფორმატორის მკვებავი ხაზი, რომელიც გადადიოდა ხევზე (100-130 მეტრიანი მონაკვეთი).

რაც შეეხება სოფელ დიდგორს, დიდგორის მიმართულებაზე არსებულ 6 კვ-ის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზების საყრდენებს შუალედურად დაემატა 26 რკინა-ბეტონის დგარი, რითაც საგრძნობლად გაიზარდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების გარდა, ასევე დაგეგმილია დამატებით 10 მაღალი ძაბვის საყრდენის დამატება.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 2016 წლის იანვრის თვეში ფიდერები ავარიულად არ გამორთულა. მიუხედავად ამისა, შეიქმნა სამორიგეო ბრიგადები დაზიანების შემთხვევაში უფრო ეფექტური და ოპერატიული რეაგირებისთვის. ამასთან, დიღმის უბნის ოფისი დიღმის მასივიდან გადმოტანილ იქნა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს მირიანის ქ. 56-ში.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2016 წელს განაგრძობს სოფელ დიღომში ქსელის რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება შემდეგი სამუშაოების განხორციელება: მოხდება 6/0,4 კვ ქსელის სრული რეაბილიტაცია; დაგეგმილია ქვესადგურ დიღომი 2-დან ახალი საფიდერო საკაბელო, ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2016 წელს (ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები); გარდა ამისა, 29 იანვარს სოფელ დიღმის ცენტრში ამორტიზებული ტრანსფორმატორი შეიცვალა და მის ნაცვლად დაიდგა ახალი 630კვ სიმძლავრის ტრანსფორმატორი.

რაც შეეხება სოფელ ძველ ვეძისს, აღნიშნული მიმართულებაზე უნდა დამონტაჟდეს სახაზო გამთიშველი. მომსახურების ცენტრს უკვე მიღებული აქვს პროექტი და სამუშაოების შესრულება დაიგეგმება უახლოეს პერიოდში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge