png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 24.06.2021
  • 10:33
მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს რეგიონებში, მათ სჭირდებათ თანამედროვე შენობები, სერვისები და მომდევნო წლებში ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო პირველ რიგში ბატონ მინისტრს, ვინაიდან მისთვის ეს არის პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება მინისტრის რანგში, მინდა მივულოცო გარდაბანის მოსახლეობას, ვინაიდან ეს ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით ამ რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. როგორც აღინიშნა, 450 ზე მეტი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი ამ შენობაში, ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქ დასაქმებული ჩვენი თანამშრომლები ძალიან მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან, ისინი ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს. მე ვიცი, რომ მინისტრს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები, ახალი იდეები, რომელზეც მუშაობს 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მრავალფეროვანს გახდის იმ სერვისებს, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ.

მე ასევე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სწორედ რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, თანამედროვე სერვისები და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ვულოცავ თქვენს თანამშრომლებს, ბატონო მინისტრო, მინდა ყველას მოგილოცოთ და გადაგიხადოთ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის და გისურვოთ წარმატებები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge