primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და არ არსებობენ - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 25.06.2021
  • 22:19
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და არ არსებობენ - გიორგი გახარია

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და არ არსებობენ, თუმცა დღევანდელი ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ მიშელის შეთანხმებაში გააჩინა ჩანაწერი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე. ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"მე დღესაც ვთვლი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობდნენ და არ არსებობენ. პოლიტპატიმრებთან კონტექსტში, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები და მე ეს პოზიცია დღესაც დავაფიქსირე. მე პრემიერობიდან თუ გადავინაცვლე სხვა პოლიტიკურ სივრცეში, ოპოზიციაში დღეის მდგომარეობით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პოზიციებს ვიცვლი ერთ დღეში, ერთ თვეში. ეს ესე არ ხდება.

მაშინაც ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ ყოფილან. უბრალოდ მმართველი პარტიის, დღევანდელი ხელმძღვანელობის არათანმიმდევრულმა და ხშირ შემთხვევაში უგუნურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში გაჩნდა ჩანაწერი პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. არ შეიძლება პოლიტიკური პარტიის ლიდერი დააკავო სპეციალური საშუალებებით, როცა პარტიის შენობაში შეიჭრნენ, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და იგივე მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო ბევრად უფრო ცივილიზებული გზით, უბრალოდ, აი ამ არაგონივრული ქმედებით დაადასტურეს ის, რაც აღქმებში, საერთოდ ბუნებაში არ არსებობდა. სენატორ რიშთან ამ თემასთან დაკავშირებით მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ დღეს რაც ხდება, რატომ გახდა ამნისტია საჭირო? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ნიკა მელია მაგალითად, პერსონალიებზე არ არის აქ საუბარი. პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც კონკრეტულ ვითარებაში მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტში შტურმისკენ, ამაზე შემდგომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და დღეს ოცნებამ, მმართველი პარტიის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ მიაღწია იმას, რომ ნიკა მელია ამნისტირებულია სრული იმუნიტეტით და დღეს დასეირნობს, დარბის, ვარჯიშობს ვაშინგტონში". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge