png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

  • პოლიტიკა
  • 26.06.2021
  • 16:27
ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - ალექსანდრ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ბოგდან აურესკუ , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვივნენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს.

ეს ვიზიტი ორგანიზებული იყო სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უფრო ფართო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპული კომისიის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე პრეზიდენტის, ჟოზეპ ბორელის დავალებით.

ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა გააზიარა მისი ხედვა ადგილზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანის სხვა უფლებებზე „ბორდერიზაციის“ ისეთ ნიშნებს როგორებიცაა მავთულის ღობეები ან სათვალთვალო პუნქტები. დისკუსიამ შემდგომ ხაზი გაუსვა იმას, რომ COVID-19-ის პანდემიამ გაართულა მათი ყოველდღიური გამოწვევები.

მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს ვიზიტისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პირველი ხელიდან მიეღოთ ინფორმაცია ვითარების შესახებ და დადებითად შეაფასეს მისიის როლი უსაფრთხოების და სტაბილურობის გაზრდაში.

25-26 ივნისს, ალექსანდერ შალენბერგი, ავსტრიის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი და ბოგდან აურესკუ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევიან სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს ჟოზეპ ბორელის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენლის და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის დავალებით.

უმაღლესი წარმომადგენლის სახელით ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ევროკავშირი ანიჭებს ამ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოს. ვიზიტი აჩვენებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ისე მათ შორის თანამშრომლობას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ჩათვლით.

ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებულ კონფლიქტებზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური საგარეო საქმეთა საბჭოს (Gymnich) ბოლოდროინდელი დისკუსიის შემდეგ, ვიზიტი ხაზს უსვამს ევროკავშირის კონფლიქტების მოგვარების მდგრადი და ყოვლისმომცველი მცდელობებისაკენ მიმართულ გადაწყვეტილებას

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge