მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება - კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა თავად აღმართა
- პოლიტიკა
- 07.07.2021
- 10:51
პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად აღმართა.
"ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან", - დაწერა კახა კუჭავამ სოციალურ ქსელში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200