png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დააკავებს ძალადობის ჩამდენ პირებს და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს აგებინებს - ევროპარლამენტარები

  • პოლიტიკა
  • 07.07.2021
  • 14:03
ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დააკავებს ძალადობის ჩამდენ პირებს და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს აგებინებს - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი, ვიოლა ფონ კრამონი და სვენ მიქსერი გმობენ თბილისში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს და ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

"მკაცრად ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რამაც იძულებული გახადა ორგანიზატორები, გაეუქმებინათ ლგბტქ "ღირსების მარშის" მსვლელობა.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა ლიდერებმა, პრაიდის მსვლელობის წინ, მკაფიოდ და გარკვევით არ ისაუბრეს ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ.

ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ აღმოჩნდა ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხოება უზრუნველეყო. ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს, ლგბქტ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის ოფიციალურ შეტანაზე. გვსურს შევახსენოთ მათ, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, ცნობილი როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, გულისხმობს სხვა საკითხებთან ერთად იმას, რომ ქვეყანას აქვს ინსტიტუტების სტაბილურობა, რაც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას უზრუნველყოფს.

ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დააკავებს ძალადობის ჩამდენ პირებს და კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს აგებინებს მათ", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge