png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე - ლანა ღოღობრიძე

  • საზოგადოება
  • 07.07.2021
  • 15:34
 გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე - ლანა ღოღობრიძე

ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თბილისში უკანაკსნელი ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

„ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. ამ დღეებში ჩემ სამშობლოში მოხდა რაღაც, ძალიან შემაშფოთებელი.

პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას!

და ბოლოს, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლო, 30 წლიანი დამოუკიდებლობის და დასავლეთისკენ თითქოს გააზრებული მსვლელობის ფონზე ვიხილეთ საოცარი აქტი: როგორ ჩამოხსნა ოფიციალური შენობიდან ადამიანთა ჯგუფმა ევრო კავშირის დროშა! და მარტო ჩამოხსნა კი არა,დაწვა!

ახლა პირდაპირი გზა გვაქს: არ გვინდა დასავლეთი, არ გვინდა თავისუფლება და თანასწორობა, არ გვინდა სილაღე და სიხარული, ერთმანეთის გაგება და დაფასება, წინ! თუ პირიქით, უკან: საბჭოთა კავშირისკენ და უფრო ახლოს, პუტინის რუსეთისკენ! წინ, პიროვნების ჩაგვრისა და განადგურებისაკენ, სიბნელისა და სიღარიბისკენ!

მე ყველაფრის უფლება მაქვს, რადგანაც ის ჩემგან განსხვავებულია, რა მნიშვნელობა აქვს, კანის ფერით, აღმსარებლობით, თუ სექსუალური ორიენტაციით! მთავარია, რომ მე უმრავლესობას წარმოვადგენ, ის კი უმცირესობას! ამიტომ მე თავისთავად მართალი ვარ!

და მე გულით მაინტერესებს: ნუთუ მათ, ვინც ეს ყველაფერი მოიმოქმედა, აქვთ კმაყოფილების შეგრძნება? მეტიც, სიამაყის განცდა?

მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ულხინთ და არც ისე კარგად გრძნობენ თავს ამ ცხოვრებაში, იქნებ არც დასაქმებულები არიან, ვერც ოჯახებს არჩენენ წესიერად... ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს. ეს ისეთი ელემენტარული განცდაა: ჩვენ ბევრნი ვართ, ბევრად მეტი, ვიდრე ისინი, და ამიტომ შეგვიძლია დავჩაგროთ, ჩავკლათ მათში ადამიანური ღირსება და ამით ჩვენი ადამიანური ღირსება დავამტკიცოთ!

თქვენ გგონიათ, რომ მოქმედებთ ქრისტიანობის სახელით, მაგრამ პირველქმნილი ქრისტიანობა თავის არსში ზუსტად საწინააღმდეგოს ქადაგებს და ეს მთავარი - მოყვასის მიმართ სიყვარული და თანაგრძნობაა.

დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე!

ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება“, - წერს ლანა ღოღობერიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge