ჰაიტის პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში მოკლეს
- მსოფლიო
- 07.07.2021
- 15:00
ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ რეზიდენციაში თავდასხმის შედეგად მოკლეს. იტყობინება BBC-ი ჰაიტის პრემიერ-მინისტრის კლოდ ჟოზეფის განცხადებაზე დაყრდნობით.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი მოისი ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა პირველი ლედიც.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რათა განაგრძოს ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.
53 წლის ჟოვენელ მოიზი ჰაიტის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.