ჰაიტიში თავდასხმას, მოკლული პრეზიდენტის მეუღლეც ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 07.07.2021
- 17:14
ჰაიტიში თავდასხმას ემსხვერპლა რეზიდენციაში მოკლული ქვეყნის პრეზიდენტის ჟოველინ მოიზის მეუღლე მარტინ მოიზიც. იუწყება ტელეარხი Telesur -ი.
„ჰაიტის პრეზიდენტის მეუღლე, რომელიც რეზიდენციაზე თავდასხმის შედეგად დაიჭრა, გარდაიცვალა“, - ნათქვამია ტელეარხის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ჟოვენელ მოიზი საკუთარ რეზიდენციაში თავდასხმის შედეგად მოკლეს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში, რეზიდენციაში იმყოფებოდა, როდესაც შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რათა განაგრძოს ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.
53 წლის ჟოვენელ მოიზი ჰაიტის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.