png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო - ოლივერ ვარჰეი

  • პოლიტიკა
  • 07.07.2021
  • 17:23
მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს დილით პარლამენტში ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო - ოლივერ ვარჰეი

ძალიან გამიხარდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრა, მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე - პარლამენტში, სადაც უნდა წარმოებდეს პოლიტიკური დებატები. ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება იმისთვის, რომ განხორციელდეს შეთანხმება, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი იმ შეთანხმებას, ყველას ჩართულობა გვჭირდება, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით.
ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

„ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით და ასევე მინდა, ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. ბოლოს უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინ წინ ქვეყანაში მოხდა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება. არასოდეს არ წარმოიშვება, არც მომავალში და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, ამიტომ გვინდა ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი დღეს დილით და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო. დიდი მადლობა,“- აღნიშნა ვარჰეიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge