აშში, ვაქცინირებულთათვის გამართულ გათამაშებაში, 4 შვილის დედამ მილიონი დოლარი მოიგო
- მსოფლიო
- 08.07.2021
- 12:24
კოლორადოს მკვიდრმა, ოთხი შვილის დედამ ჰეიდი რასელმა კოვიდ-ვაქცინირებულთათვის გათამაშებულ ლატარეაში მილიონი დოლარი მოიგო.
„ეს ჯილდო დამეხმარება ოთხი შვილის გაზრდში... მაგრამ ვიმედოვნებ, რო ამ თანხით სხვებსაც დავეხმარები“, - ამბობს გათამაშებაში გამარჯვებული ტელეარხ CBS-ის ეთერში.
მაისში, გუბერნატორმა ჯარედ პოლისმა განცხადება გააკეთა გათამაშების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შტატის მცხოვრებ ხუთ ვაქცინირებულს აღნიშნული თანხის მოგება შეეძლებათ.