png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჰაიტის ხელისუფლება შეერთებულ შტატებსა და გაეროს ქვეყანაში ჯარების შეყვანას სთხოვს

  • მსოფლიო
  • 10.07.2021
  • 12:39
ჰაიტის ხელისუფლება შეერთებულ შტატებსა და გაეროს ქვეყანაში ჯარების შეყვანას სთხოვს

ჰაიტის ხელისუფლებამ, პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის შემდეგ, შეერთებულ შტატებს ქვეყანაში ჯარების შეყვანის თხოვნით მიმართა.

იგივე თხოვნით ჰაიტმა გაეროსაც მიმართა. გაეროს განცხადებით, ჰაიტის მოთხოვნას შეისწავლიან და დასძენენ, რომ საკითხის გადასაწყვეტად უშიშროების საბჭო უნდა შეიკრიბოს.

პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება კრიტიკულად დაიძაბა. ამას თან ერთვის, კრიმინოგენული სიტუაცია, პოლიტიკური კრიზისი, უკიდურესი სიღარიბე, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი.

მანამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენა ჰაიტის დახმარება აღუთქვეს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი პორტ-ო-პრენსში FBI-ისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაგზავნის, რათა დაადგინონ რა დახმარების აღმოჩენა შეიძლება ჰაიტისთვის.

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი ოთხშაბათს ღამით, თავის სახლში მოკლეს. თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა მისი ცოლი, რომელიც მაიამის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მკვლელობის შემდეგ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დაიხურა საერთაშორისო აეროპორტი და საზღვრები.

ჰაიტის ხელისუფლების განცხადებით, პრეზიდენტის მკვლელობაში მონაწილეობდა 26 კოლუმბიელი და 2 წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის მოქალაქე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge