primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 03.02.2016
  • 15:09
მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის“  პრეზენტაცია გაიმართა

მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგია თბილისის მერს დავით ნარმანიას და მთავრობის წევრებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა  ბერტრანდ გოალუმ გააცნო.

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და 15 წლიან, სამეტაპიან სამოქმედო გეგმას მოიცავს. სტრატეგია სამძირითად მიმართულებას განსაზღვრავს: ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება (მდგრად ურბანულ ტრანსპორტზე ფოკუსირება);თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრის, ფუნქციის ზრდა და თბილისის კულტურულ, ტურისტულ და ახალგაზრდულ ჰაბად ჩამოყალიბება. ბერტრანდ გოალუს  განცხადებით, დოკუმენტის მთავარი ამოცანაა თბილისის სატრანსპორტო სისტემა იყოს მდგრადი და ეკოლოგიურად დაცული.

„დოკუმენტი წარმოადგენს დეტალურად გაწერილ რეკომენდაციათა სერიას, რომელიც შეიქმნა თბილისის მერიის ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად და თბილისის მერის მითითებით, რომელმაც თავისი ხედვა გაგვაცნო. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტი, ტრანსპორტის სპეციალისტი. თბილისის მერს სურს, სწრაფი მიდგომით დაიწყოს რეაგირება და ეს სურს მთავრობასაც. ამჟამად განიხილება პროექტები, რათა მოხდეს საავტობუსო ქსელის ოპტიმიზაცია, გახდეს ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი, ასევე მოხდეს საკვანძო სატრანზიტო სისტემის, მეტროს განვითარება. არსებობს საბაგიროების განვითარების შესაძლებლობა, რომლებიც პირდაპირ მიებმება მეტროს სადგურებს და ბევრი მოსახლისთვის ხელსაყრელია მოშორებით დასახლებულ პუნქტამდე საბაგიროთი მისვლა“,-აღნიშნა ბერტრანდ გოალუმ.

თბილისის მერის განცხადებით მთავრობამ სტრატეგია მოიწონა და მერია სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

„მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის შესაბამისი ქმედებები უკვე დავიწყეთ. 2016 წელს ჩვენ გვეყოლება 150 ახალი, თანამედროვე და ენერგოდამზოგავი ავტობუსი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ დავიწყეთ თბილისის მეტროს მოდერნიზაცია. განხორციელდება ვაგონების და 7 სადგურის მოდერნიზაცია. ასევე აღდგება ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ამასთან დაკავშირებით პროექტი მზად არის და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით რამდენიმე პროექტი ხორციელდება ახალი გზების და ესტაკადების მშენებლობის მიმართულებით. ამდენად, ეს არის პირველი წლისთვის  საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სტრატეგიის შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ ყოველწლიურად მეტი პროექტი განვახორციელოთ და მივიღოთ თანამედროვე, კომფორტული სატრანსპორტო სისტემა და უკეთესი პირობები შევქმნათ ქალაქში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

მდგრადიურბანულიტრანსპორტის სტრატეგიაზე აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2014 წელსჩამოყალიბებულმასაორგანიზაციოკომიტეტმა იმუშავა. კომიტეტის მუშაობაშითბილისისმერიის, თბილისისსაკრებულოს, საქართველოსმუნიციპალურიგანვითარებისფონდის, თბილისისსატრანსპორტოკომპანიის, თბილისისტექნოლოგიურიგანვითარებისფონდისადადარგისექსპერტები იყვნენ ჩართული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge