png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩემთვის დიდი პატივია, პირადად ჩამომებრძანებინა მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი - ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

  • პოლიტიკა
  • 10.07.2021
  • 14:54
ჩემთვის დიდი პატივია, პირადად ჩამომებრძანებინა მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი - ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოცემოდა საქართველოს, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქვეყანას ოფიციალურად გადაეცემა წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ. მე ვარ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია, თუმცა საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს ძალიან ძვირფას მადლს - მრავალწამებული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი მუდმივ მფლობელობაში რომ გადმოცემოდა ქვეყანას, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში. ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში, ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოცემოდა საქართველოს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პრივილეგიაა, რომ პირადად ჩამომებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი და სულმოუთქმელად ველი, რომ დღეს გაიმართება ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ქვეყანას ოფიციალურად გადმოეცემა მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი. შეხვედრაზე, ასევე საქართველოს კათოლიკოსსაც ვიხილავ,“- აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge