primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თავის ტვინში მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი - ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ

  • კომენტარები
  • 11.07.2021
  • 22:01
თავის ტვინში მასიური სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი - ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას ცხედრის ექსპერტიზის შემდეგ

თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიცვალებული გამოკვლეულ იქნა ერთობლივად, სამხარაულის საექსპერტო სტრუქტურის ექსპერტთან ერთად მისი უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით, კრიმინალისტებთან ერთად, რომლებმაც შესაბამისი მასალა აიღეს.

 „აღებულ იქნა დაქტილოსკოპიურად თითის ანაბეჭდები, ფრჩხილის ნიმუშები ანაწმენდების სახით, დნმ კვლევისთვის მასალა სახისა და ხელების მიდამოდან. აღებულ იქნა სისხლი და შარდი, შინაგანი ორგანოების ნაჭრები ქიმიურ გამოკვლევაზე და ჰისტოპათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე ძირითადი შინაგანი ორგანოების ნაჭრები. რაც შეეხება გვამის გამოკვლევამდე შევისწავლეთ სამედიცინო ბარათი, ანუ „ნიუ ჰოსპიტლის“ ავადმყოფობის ისტორია, კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნითურთ. ამ ისტორიის მონაცემებით, აწ გარდაცვლილს ჰქონდა საკმაოდ რთული და ყურადსაღები ტრავმა მარცხენა თვალბუდის არეში, ძვლოვანი სტრუქტურის შემადგენელი ქვედა კიდის ღრმა ფრაგმენტული მოტეხილობა, ფრაგმენტების შეღწევით ჰაიმორის ღრუში და მიმდებარე ანატომიურ სუბსტანციებში. შესაბამისად, ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მერე მკურნალობა უტარდებოდა. ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი, მკურნალობის დაწყებიდან ანუ 5-დან. 8 რიცხვში პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე ნევროპათოლოგისა და სხვა სპეციალობების მეთვალყურეობის ქვეშ. დადგენილი ჰქონდა თავის ტვინის შერყევა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისი თქმით, ცხედრის გამოკვლევის შედეგად, გარდაცვლილის ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა.

„ახლა მოგახსენებთ რა იქნა ნანახი გვამის გამოკვლევის პროცესში. ჩვენთვის ყურადსაღები იყო ქალა-ფუძის მოტეხილობის საკითხი: იყო თუ არა მოტეხილი, რამეთუ ამ შემთხვევაში დაზიანების ხარისხი სულ სხვა ხარისხში ადის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით. ქალა-ფუძე მთელი აღმოჩნდა და სახეზე გვაქვს დაზიანებები თვალბუდის ძვლოვანი სტრუქტურის სახით, რაც დაფიქსირებულია ავადმყოფობის ისტორიაში. რაც შეეხება თავის ტვინის ნივთიერებას, თავის ტვინში არანაირი მასიური, ტლანქი სისხლჩაქცევა, რასაც შეეძლო, გამოეწვია სიკვდილი, ვერ იქნა ნანახი. იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რამეთუ მას 8 რიცხვში კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს მასზედ, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა. აღებულ იქნა კანზე არსებული ორი უბანი, რომელიც მიუთითებდა წინასწარ, არაკატეგორიულ ფორმატში გარკვეულ ინექციის კვალზე. თუმცა, საბოლოოდ, ყველა დანარჩენი მიმართულებით საბოლოო დასკვნების გამოტანა, თუ უშუალოდ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რამეთუ დაახლოებით თვე-თვენახევარში არსებული დროის სტანდარტების მხედველობაში მიღებით უნდა ჩატარდეს საკმაოდ ბევრი კვლევა. რა კვლევები უნდა ჩატარდეს, უკვე მოგახსენეთ“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

რაც შეეხება ნიმუშების საერთაშორისო ექსპერტიზისთვის გაგზავნას, ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ეს მისი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის გადასაწყვეტი არ არის.

„მე არაფერს ვაპირებ. მე ვარ დამოუკიდებელი საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელმაც მონაწილეობა მივიღე გვამის გამოკვლევის პროცესში. აღებული იქნა ეს ბიომასალა და თუ ოჯახს სურვილი ექნება, შესაძლოა, გამოძიებამ საზღვარგარეთ გააგზავნოს. თუ არ ექნება, ადგილობრივი ძალებით ჩატარდება ექსპერტიზა. ის დაზიანება, რომელიც მას ჰქონდა, 8 რიცხვშიც სისხლისა და ჰაერის არსებობა ჰქონდა თვალბუდეში, ფრაგმენტული, იმპრესიული მოტეხილობების ფონზე. ეს არ გამორიცხავს გარკვეული პოსტტრავმული გართულებების არსებობის ფაქტს, მაგრამ ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, რამეთუ შედეგებს უნდა დაველოდოთ. ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, ყოველდღე უკეთებდნენ მორფის თითო ამპულას, დღეში რამდენჯერმეც. ბოლო მორფის გაკეთების ეპიზოდი დაფიქსირებულია 8 რიცხვის თარიღით და შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება აღარ გაუკეთებია. ინექციის კვალი ორი მიმართულებით იყო, საზარდულოს მიდამოებში. ამასთან მიმართებით, საბოლოოდ, ეს ინექციის კვალი იყო თუ რა იყო, კვლევა მოგვცემს საბოლოო დასკვნას. თავის რბილი საფარის ქვეშ მას ჰქონდა ლოკალური ხასიათის სისხლჩაქცევები და თვითონ თავის ტვინის ნივთიერებაში დიფუზური სისხლჩაქცევები მას არ აღენიშნებოდა“, – აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge