png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიმდინარე მოვლენები რუსეთის ინტერესებშია და აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა - რატი ბრეგაძე

  • პოლიტიკა
  • 12.07.2021
  • 14:43
მიმდინარე მოვლენები რუსეთის ინტერესებშია და აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა - რატი ბრეგაძე

"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებშია", განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. რატი ბრეგაძის შეფასებით, საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა.

,,2024 წელს საქართველო ემზადება ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განცხადების გასაკეთებლად. ვის ინტერესებში შეიძლება იყოს საქართველოს წარმოჩენა იმგვარად, თითქოს აქ არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, ასეთი შეტევის განხორციელება საპატრიარქოზე... რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს არაკეთილმოსურნის, რუსეთის ინტერესებში... აქედან გამომდინარე, ბევრ რამეზე შეიძლება ვიმსჯელოთ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ იუსტიციის მინისტრმა იმ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს საქართველოს ევროპული მომავლის რეალიზაციაში.

„სახელმწიფო არ არის მხოლოდ ხელისუფლების შტოები, სახელმწიფო ვართ თითოეული ჩვენგანი, მათ შორის აქციის მონაწილეებიც - მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ მათგანს გულწრფელად უნდა, საქართველო იხილოს ევროკავშირში და დასავლურ ცივილიზაციაში - ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, რომ სახელმწიფოს მართვა არის კომპრომისის ხელოვნება და ჩვენ მხოლოდ ერთობით, სოლიდარობით და ერთმანეთის გატანით შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის განხორციელებას, რომლისკენაც მრავალი საუკუნის მანძილზე მივდივართ", - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge