primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ირმა ინაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს დროში დანიშვნას მოითხოვს

  • პოლიტიკა
  • 12.07.2021
  • 15:36
ირმა ინაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების უმოკლეს დროში დანიშვნას მოითხოვს

აი, ასეთი მძიმეა ხოლმე შედეგები, როცა არჩევნებს გააყალბებ, მერე პარლამენტს შეაკოწიწებ და ჯამში, საკანონმდებლო ორგანოს საბოლოოდ დაუკარგავ წონას და ავტორიტეტს. ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია უმოკლეს ვადებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

„ახლა მთავარ სათქმელზე. მე და ჩვენი გუნდი გულწრფელად ვწუხვართ და განვიცდით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. ვუსამძიმრებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და ახლობლებს და მათი გულისტკივილის თანაზიარნი ვართ. სამწუხაროა, რომ ლექსო ლაშქარავას სიკვდილის ირგვლივ დღეს სრულიად უტაქტო, უზნეო და ძალზედ არაადამიანური დისკუსია მიმდინარეობს.სახეზეა მძიმე დაპირისპირება. ამავდროულად, შექმნილ ვითარებაზე უდაოდ პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, რომელმაც 5 ივლისს, ერთის მხრივ, ვერ უზრუნველყო ჟურნალისტთა (და არა მარტო ჟურნალისტთა) ფიზიკური უსაფრთხოება, მეორეს მხრივ კი, ბრალდებების ქარ-ცეცხლში გახვია მართლმადიდებელი ეკლესია.

სწორედ „ქართული ოცნება“ „დაუწვა“ ლგბტ-ლობისტებს და მთელი ერთი თვის განმავლობაში ყოველგვარ მხარდაჭერას აღუთქვამდა ლგბტ- პრაიდს, რამაც საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალურად გააყალბა არჩევნები და სრულიად დაუმსახურებლად საპარლამენტო ტრიბუნა მისცა ლგბტ პარტიებს, რომლებიც არანაირად არ იმსახურებენ ქართველი ხალხის ნდობას. პარლამენტში ამ წუთებში განვითარებული პროცესებიც იმისი შედეგია, რომ ამ პარლამენტს არც წონა აქვს და არც ავტორიტეტი. ამასთან ერთად, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ვერ გაქცევიან ამერიკული და ევროპული ორგანიზაციები, რომლებიც ჯიუტად ითხოვდნენ ლგბტ-პრაიდის ჩატარებას და არ ითვალისწინებდნენ საზოგადოების უდიდესი ნაწილის კატეგორიულ წინააღმდეგობას. რაოდენ მტკივნეულადაც არ უნდა ჟღერდეს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნებისა“ (იმედი და რუსთავი-2) და სააკაშვილ-ბოკერიას მხარდამჭერი ტელეარხები არაობიექტურად აშუქებდნენ მოვლენებს და ხშირად ცილს სწამებდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებას, რამაც ბოლო თვეებში უმძიმესი კამპანიის სახე მიიღო.

კვლავ და კვლავ უნდა განვაცხადოთ, რომ პოლიტიკური პროცესების თანმდევი არ უნდა იყოს ტყუილი, სიყალბე, უზნეო კულუარული გარიგებანი, შანტაჟი და ძალადობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია უმოკლეს ვადებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ინაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge