png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა

  • ბიზნესი
  • 13.07.2021
  • 12:20
 თეგეტაში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დღე გაიმართა

"თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი" უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის Fayat group-ის წევრი კომპანიების ბომაგის (Bomag), მარინისა (Marini) და ტეკფალტის ( Tekfalt) ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

 

თეგეტა ჰოლდინგის სათაო ოფისში საგზაო-სამშენებლო ტექნიკის გამოფენა და პრეზენტაცია გაიმართა. საგზაო-სამშენებლო ტექნიკის უახლესი მოდელები თეგეტას პარტნიორი ბიზნესების წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. გამოფენას თეგეტა ჰოლდინგის ადგილობრივი პარტნიორების გარდა ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ახალი ბრენდების პორტფელში დამატებით, "თეგეტა ქონსთრაშენ ექვიფმენთი" მომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც ასფალტის საწარმოებს, ასევე, გზების მშენებლობისა და მოწყობისათვის საჭირო ყველა სახის ტექნიკა-დანადგარს.

გერმანული კომპანია BOMAG ლიდერია საგზაო-სამშენებლო ტექნიკის მიმართულებით, კომპანია აწარმოებს ვიბრაციულ სატკეპნებს, გზის დამგებ მოწყობილობებს და ყველა სხვა მანქანა-დანადგარს, რომელიც გზების მშენებლობისა და შემდგომი მომსახურების სრულ დიაპაზონს ფარავს. აღსანიშნავია Bomag-ის საწარმოო ხაზისა და ბაზრის დაფარვის მასშტაბები, კომპანია, 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტით, მსოფლიოს 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Marini ლიდერია ასფალტის, ცივი ასფალტის წარმოების, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა წარმოების ეფექტურობით, რომელიც ხარისხის და სიზუსტის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს და სრულად შეესაბამება გარემოს დაცვის რეგულაციებს. დღეისათვის კომპანიას 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი”, ასევე წარმოადგენს Marini-ს შვილობილ საწარმოს, Tekfalt-ს, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: ბიტუმის ემულსიისა და მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოო დანადგარების, ცემენტის მომყრელი დოზატორი ავტოცისტერნების, თერმული ზეთის გამაცხელებელი სისტემისა და ორმოული სამუშაოების ასფალტის მანქანა-დანადგარების წარმოებას.

“თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი” მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბრენდების პორტფოლიოს გაზრდით, კომპანია ხელს შეუწყობს საგზაო-სამშენებლო სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge