primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება - გიორგი გახარია

  • კომენტარები
  • 13.07.2021
  • 14:51
ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება - გიორგი გახარია

"ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიისგან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მცხეთაში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი ინსტიტუტის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება დასაგმობია.

„ეკლესიას აქვს ძალიან დიდი გავლენა ამ ქვეყანაში და ეს არ მომხდარა დღეს, ეს ისტორიულად ასე იყო და ისტორიულად ასე იქნება. რა თქმა უნდა, ცალკე აღებული მამაოების გამოთქმების ეკლესიაზე განზოგადება არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკლესიიდან იქნება ეს თუ სხვა ასე ვთქვათ, სხვა ინსტიტუციებიდან იქნება, ნებისმიერი სახის მოწოდება, ძალადობისკენ მოწოდება, რა თქმა უნდა, დასაგმობია. შეუძლებელია 21-ე საუკუნეში ვინმემ, განსაკუთრებით ეკლესია ერთ ადამიანს მოუწოდებდეს მეორე ადამიანის ფიზიკური, ძალადობის საშუალებით რაიმე მიზნის მისაღწევად. ეს უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ არ უნდა წავიდეთ მეორე უკიდურესობაში და ეს განვაზოგადოთ ეკლესიაზე.  ეს რადიკალობა გვიქმნის პრობლემებს. ეს რადიკალობა გვიქმნის იმ მდგომარეობას, როდესაც ორ უკიდურეს პოზიციაზე ვდგებით და გამოსავალს ვერ ვეძებთ. არ შეიძლება ასე, ეს არის რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკურ ველზეც გავაკეთოთ. შეუძლებელია ერთი მხარე მეორე მხარეს ადანაშაულებდეს ყველაფერში და მტერს და მოღალატეს ეძახდეს. ეს ასე არ ხდება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს".

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფომ და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე.

„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ინსტიტუტებზე და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში და ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ნაბიჯებზე, ქმედებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, იმიტომ, რომ ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. არ არსებობს საზოგადოებრივი ოპოზიცია ასე განზოგადებული.

ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. ძალადობისკენ მოწოდება, ნებისმიერი ინსტიტუტისგან, მათ შორის ეკლესიიდან არის კატეგორიულად მიუღებელი, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობისკენ მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ განხორციელდება, სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე. ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ხომ ყველას გვინდა რომ 21-ე საუკუნეში, ძლიერ სახელმწიფოში, წარმატებულ საქართველოში ეკლესიაც გვყავდეს ძლიერი, სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, სახელმწიფო რაც მთავარია ძლიერი. ეს ჩვენ თუ ესე თანმიმდევრულად ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ, ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ - ისე არაფერი არ გამოვა. ძალადობა მიუღებელია ყოველთვის, ყველგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, განსაკუთრებით მოწოდება ძალადობისკენ, მაგრამ ეკლესიაზე ძალადობის მოწოდებაც არის ასევე კატეგორიულად მიუღებელი". - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge