png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

  • ბიზნესი
  • 14.07.2021
  • 17:08
 "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა

"თეგეტა თრაქ ენდ ბასისა" და "საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის", ე.წ. Ⴑთრონგმენებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

თანამშრომლობის ფარგლებში თეგეტა სთრონგმენების სპონსორი და გულშემატკივარი ხდება. "თეგეტა თრაქ ენ ბასი" ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ფედერაციის სპორტული მიღწევებისა და რეკორდების ორგანიზებაშიც ჩაერთვება.

გულშემატკივრებს არა ერთი საინტერესო და ექსტრემალური სანახაობა ელოდებათ, მათ შორის ევროპის ჩემპიონატის ღია პირველობა სატვირთო ავტომობილების გაწევაში და მსოფლიო რეკორდის დამყარება. ევროპის ღია პირველობა სატვირთოს გაწევაში კვირას 18 ივლისს, 18 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში არის დაგეგმილი. მსოფლიო რეკორდი ჯამში 9 სატვირთოს გაწევით კი 19 ივლისს, 09:00 საათზე, ჰუალინგის ცენტრთან დამყარდება. 

"ძალიან გვიხარია, რომ თეგეტა თრაქ ენ ბასის სახით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი შევიძინეთ ფედერაციამ და საერთოდ ამ სპორტმა საქართველოში. 18 ივლისს, საღამოს 6 საათზე სააკაძის მოედანზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში უკვე ვიწვევთ ექსტრემალური სანახაობის მოყვარულებს და ჩვენს გულშემატკივრებს. ევროპის ჩემპიონატი რამდენიმე მოძრაობაში ჩატარდება. სპორტსმენები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს სატვირთოს გამოქაჩვაში, გაწევაში, ამოწევასა და მიწოლაში შეეჯიბრებიან. საქართველოს ნაკრებიდან 5 სპორტსმენი იასპარეზებს. ასე რომ, გელით ერთად აღვნიშნოთ ახალი მსოფლიო რეკორდი და გამარჯვება", - განაცხადა ავთო ახვლედიანმა, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის დამფუძნებელმა.

ევროპის ჩემპიონატი ორ - 105 კილოგრამიან და მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდება. მსოფლიო რეკორდის მოხსნას კი, შეჯიბრებიდან დაკომპლექტებული საქართველოსა და ევროპის ერთობლივი 9 კაციანი შემადგენლობა შეეცდება, MAN-ის ბრენდის 9 სატვირთო ავტომობილთან შერკინებით.
---
"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" ლიდერი კომპანიაა სატვირთო ავტომობილების, პროდუქტებისა და სერვისების მიმართულებით. კომპანია  დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge