ტვ პირველის ოპერატორისა და მოქალაქის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- სამართალი
- 17.07.2021
- 14:05
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ორ პირს - ვანო ბურდულსა და დავით ქოჩიაშვილს პატიმრობა შეუფარდა.
ბურდულს ბრალად ედება ტვ პირველის ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის, საქმიანობის გამო დევნა და ძალადობა, ხოლო ქოჩიაშვილს - ქუჩაში გამვლელზე თავდასხმა და ძალადობა.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200